ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
15-04-2024

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი - „ტვინების ბრძოლა“, პირველ ასაკობრივ კატეგორიაში - III, IV, V კლასებში. აღსანიშნავია, რომ თამაში გუნდური იყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეკითხვები დაფუძნებული იყო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს და ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში კონკურსს უხელმძღვანელა ინგლისური ენის პედაგოგმა, მარიამ რობაქიძემ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203