გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
15-04-2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, მე-4 კლასში ღონისძიება ჩატარდა. მასწავლებელ ნატალია სახოკიას ხელმძღვანელობით,
მოსწავლეებმა ანბანის თითოეულ ასო-ბგერაზე ანდაზები და გამონათქვამები შეადგინეს.

გარდა ამისა, მათ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები გაიხსენეს და ისაუბრეს, თუ რატომ მოეწონათ მათ მიერ შერჩეული მოთხრობა და რას გვასწავლის ის. მეოთხეკლასელებმა ლექსები წაიკითხეს და ჯგუფებში ხალისით იმუშავეს.

აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს. მის ფარგლებში, კალიგრაფიის კონკურსიც ჩატარდა, გამარჯვებულ მოსწავლეებს კი ჟიური გამოავლენს და მათ სერტიფიკატები გადაეცემათ. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203