მახაშის საჯარო სკოლა დირექტორობის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს ხელმძღვანელს, ლერი სილაგაძეს
12-04-2024
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, დირექციისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სკოლის ხელმძღვანელს, ლერი სილაგაძეს სამინისტროს ორგანიზებით გამართულ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირების ეტაპის წარმატებით ჩაბარებას ულოცავენ.

„სკოლა ულოცავს ლერი სილაგაძეს დირექტორის გამოცდის ჩაბარებას, ვუსურვებთ უამრავ წარმატებას, სასკოლო და პირად ცხოვრებაში. სასკოლო საზოგადოება მისი მიღწევით ამაყობს“, - აღნიშნულია მილოცვაში.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ჩატარებული საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირების შედეგები დღეს გამოქვეყნდა. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203