ხონის N3 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლის - შორენა ქავზინაძის ავტორობით სახელმძღვანელო გამოიცა
12-04-2024

ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი შორენა ქავზინაძე მუდამ წინსვლასა და წარმატებაზეა ორიენტირებული, ამჯერად, სკოლა მის მორიგ მიღწევას დიდი სიამაყით გვიზიარებს. 

პედაგოგის ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო, სახელწოდებით - „გეომეტრიის ამოცანათა კრებული“, რომელიც უდიდეს დახმარებას გაუწევს ამ მიმართულებით დაინტერესებულ მოსწავლეებს.

სკოლაში პედაგოგის წარმატებით ამაყობენ, მის ღვაწლს აფასებენ და აღნიშნავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ნაშრომი მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის. 

პედაგოგის წარმატებაზე სკოლის დირექტორი ვერა ბენიძეც დიდი სიამაყით საუბრობს და უხარია, რომ პედაგოგი შორენა ქავზინაძე მისი გუნდის ღირსეული წევრია. 

„წიგნის გამოცემა არ არის იოლი საქმე, მაგრამ როცა მასწავლებელი მოტივირებულია, მას მიზნის მიღწევაში, წინ ვერაფერი დაუდგება, რაც შენ არაერთხელ დაამტკიცე.

მიხარია რომ ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი ხარ, ჩვენი სკოლის წარმატებაში მნიშვნელოვანია შენი წვლილი, მჯერა, რომ შენი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მოუტან გუნდს“- წერს სკოლის დირექტორი ვერა ბენიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203