დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედაენას ხოტბა შეასხეს - პედაგოგ ნატო ნანავას შთამბეჭდავი ღონისძიება 
12-04-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა ნატო ნანავამ, 1-ელ კლასში პატრიოტული მოტივებით განმსჭვალული ღონისძიება ჩაატარა. 

ღონისძიება დედაენის დღეს მიეძღვნა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, პედაგოგმა მოსწავლეებს დედაენის ღირებულებებზე ესაუბრა და განუმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის თვითმყოფადობისთვის ენის დაცვა. 

ღონისძიებაზე, პირველკლასელებმა დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები მხატვრულად გააჟღერეს და დღე მეტად ემოციური გახადეს. 

ცნობისთვის, 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის  ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203