რუსთავის N20 სკოლის წარმატებული მოსწავლეები უნივერსიტეტის კონფერენციაზე მიიწვიეს
12-04-2024

რუსთავის N20 საჯარო სკოლა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიურად თანამშრომლობს, რაც საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკის გაზიარებას, არაფორმალური განათლების ხელშეწყობასა და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

რუსთავის N20 საჯარო სკოლა, თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის პარტნიორი სკოლის სტატუსით, აქტიურად ჩაერთო ამ საინტერესო პროექტის ფარგლებში შეთავაზებულ კონკურსებში.

აპრილის დასაწყისში, საბავშვო უნივერსიტეტმა გამოაცხადა თხზულებათა კონკურსი თემაზე - „როგორი წარმომიდგენია საბავშვო უნივერსიტეტი“.

სკოლიდან კონკურსში მონაწილეობდნენ მე-10(ნ.როსნაძე) და მე -10 (გ.კობერიძე და რ.მიქაძე) მოსწავლეები, რომელთაც წარმატებით იასპარეზეს და ფინალში გავიდნენ.

ფინალისტი მოსწავლეები 11 აპრილს, თსუ-ს მეორე კორპუსში გამართულ კონფერენციაზე მიიწვიეს. 

კონფერენცია მიმდინარეობდა აქტიური დიალოგის რეჟიმში. საბავშვო უნივერსიტეტის განყოფილების ხელმძღვანელმა - მარინა ლომოურმა ხაზი გაუსვა მოსწავლეებისა და სკოლების აქტიურ ჩართულობას და დამსწრე მოსწავლეებთან ერთად იმსჯელა არსებულ პრობლემებსა და მათ გადალახვის გზებზე.

სტუდენტური სერვისისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა - გიორგი გრიგოლაშვილმა გააცნო მოსწავლეებს სამომავლო გეგმები და აღნიშნა, რომ სწორედ მოსწავლეთა მიერ მიწოდებული იდეები და ხედვა იქნება სამომავლო გეგმების ორიენტირი.

კონფერენციის დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203