„ზესტაფონის მომავლის სკოლის“ შემოქმედი მოსწავლეები და მათი შექმნილი საინტერესო ნამუშევრები და პრეზენტაციები 
12-04-2024

„ზესტაფონის მომავლის სკოლაში“ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნანა კოვზირიძის ხელმძღვანელობით, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რომლებიც პრეზენტაციის სახით წარადგინეს სკოლაში.

მოსწავლეთა ნამუშევრებში მათი შემოქმედებითი ხედვა კარგად იყო წარმოჩენილი.

აქტივობა მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო იყო, მან მათი მოტივაცია, განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

მსგავსი ღონისძიებები და გაკვეთილები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203