თბილისის N61 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ტურნირი ტარდება
12-04-2024

თბილისის N61 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის - სალომე ჯღარკავას ორგანიზებით, მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში მოეწყო. 

აღსანიშნავია, რომ თამაშში - „რა? სად? როდის?“, პარალელური კლასების 7 გუნდი მონაწილეობდა.. 

მოსწავლეებმა ინტელექტი გამოავლინეს, ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს, ბოლოს კი, მეშვიდეკლასელებს შორის გაიმარჯვა VIIზ კლასის გუნდმა მოიპოვა და ფინალში გადავიდა. 

ასევე, მე-8 კლასის ხუთივე პარალელი დაუპირისპირდა ერთმანეთს და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება VIIIდ კლასმა მოიპოვა.

ფინალურ ტურში, ორი გამარჯვებული გუნდი VIIზ და VIIIდ კლასი შეხვდება ერთმანეთს. ინტელექტუალური ტურნირი სკოლაში გრძელდება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203