წაჩხურუს საჯარო სკოლის I-IV კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის გამორჩეულად აღინიშნება.
ამჯერად, I-IV კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე ლექსებითა და სიმღერებით აღნიშნეს. ისინი აქტივობაში კლასების დამრიგებლების - მარინა გოროზიას, ლამზირა სხულუხიას, მანანა მიქაძისა და ირმა კანკიას ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
მათ პედაგოგებმა ამ დღის შესახებ ინფორმაცია გააცნეს, იები დახატეს, თემატური ნამუშევრები მოამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას საპროტესო აქცია მოჰყვა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: