კაცხის საჯარო სკოლაში მათემატიკაში, სახალისო ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
12-04-2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა მამოტივირებელი და შესაძლებლობების წარმოჩენაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახლახან, სკოლაში მათემატიკის სახალისო ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა, რომელშიც მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეები, შერეულ გუნდებად, მონაწილეობდნენ. მათ, პირველ ეტაპზე, 10 საშუალო დონის შეკითხვას უპასუხეს.

გაიმართა სახალისო მათემატიკური ფიგურის ტური და კაპიტნების დამოუკიდებელი ბლიცის შეკითხვების ეტაპი. შეჯიბრში სხვადასხვა რესურსი გამოიყენეს, მოსწავლეებმა ყურსასმენები გაიკეთეს და მათემატიკური სიტყვები ისე ამოიცნეს. თამაში დროის ფაქტორზე იყო დამოკიდებული.

ბოლოს, გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა. კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში მათემატიკის სიყვარულის გაღვივება და ხალისით სწავლის ხელშეწყობა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტმა გაამართლა, რადგან მოსწავლეებმა მონაწილეობის სურვილი კვლავ გამოთქვეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203