ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, პოემა „გველისმჭამელის“ მიხედვით, ტოქშოუ გამართეს
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, ვაჟა-ფშაველას პოემა „გველისმჭამელის“ მიხედვით, პედაგოგ ნანა მაისურაძის სადამრიგებლო - IX კლასის მოსწავლეებმა ტოქშოუში ბუნების მიმართ თანამედროვე ადამიანის დამოკიდებულება წარმოაჩინეს და დღევანდელ ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრეს.
აქტივობის ინიციატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნანა ჭანტურია იყო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველაზე საინტერესო თანამედროვე მინდიასთან (კლასში ის რამდენიმე აღმოჩნდა) შეხვედრა გამოდგა, რომელსაც განსხვავებულ და უჩვეულო ნიჭთან ერთად, პრობლემის ანალიზის გამორჩეული უნარი აღმოაჩნდა.
მათ თანამედროვეობის გლობალური პრობლემა კონკრეტული მაგალითებით წარმოაჩინეს.
აქტივობამ დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: