თბილისის N161 საჯარო სკოლაში ლეგენდარულ ფეხბურთელს მანუჩარ მაჩაიძეს უმასპინძლეს
12-04-2024
თბილისის N161 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

სკოლაში, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებასთან და ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან დაკავშირებით, ქართული ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში, ლეგენდარულ ფეხბურთელ მანუჩარ მაჩაიძესთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა.

ის მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებასა და ისტორიულ წარსულზე ესაუბრა. ფეხბურთელს მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ, მათ კითხვებიც დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორის - თორნიკე გვენეტაძის ინიციატივით, ე.წ. „სტუმრების დღიური“ შეიქმნა, სადაც სკოლაში მოწვეული, სხვადასხვაგვარი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანები საკუთარ ჩანაწერებს დატოვებენ, როგორც ისტორიული შეხვედრების სიმბოლოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. დაძაბული თამაში პენალტების სერიით დასრულდა, გამარჯვება კი საქართველოს დარჩა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203