„იქნებ ვაზია სამშობლო?“ - თბილისის N54 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
12-04-2024

სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა ტარდება.

ამჯერად, სოლის მე-6 კლასში განხორციელდა პროექტი თემაზე - „იქნებ ვაზია სამშობლო?“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ვაზის კულტივირების, ქართული ღვინის ისტორიის, ღვინოსთან დაკავშირებული უძველესი ქართული წეს-ჩვეულებების შესახებ.

„მათ ასევე საინტერესოდ ისაუბრეს ვაზის მოტივებზე ქართულ ხელოვნებაში, კინოში, მუსიკაში, იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებდა და იღებს დღემდე“, - გვიყვებიან სკოლაში.

პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ მშობლები, რომლებიც ინტერესით ადევნებდნენ თვალს წარმოდგენილ მასალებს.

აღნიშნულ პროექტში მოსწავლეები დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

მე-6 კლასის ხელმძღვანელი და ისტორიის მასწავლებელი მარიამ მამულაშვილი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, სასწავლო პროცესში მათი ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203