აზმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს კედლის გაზეთი მიუძღვნეს
12-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი თარიღები კი ყოველთვის შესაბამისად აღინიშნება. 

ამჯერად, აქტივობა 9 აპრილს მიეძღვნა. თარიღის შესახებ მოსწავლეებმა ისაუბრეს, თემატური ნამუშევარი მოამზადეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

მოსწავლეებმა კედლის გაზეთზე ტრაგიკული მოვლენები დაიტანეს და 9 აპრილის გმირებს თავისუფლებისთვის მადლობა გდაუხადეს. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203