აუტიზმისა და დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიება ჭალადიდის საჯარო სკოლაში
12-04-2024
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.

შესაბამისად, აღინიშნა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე და აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე. 

პედაგოგ ლუიზა ფირცხალავას ხელმძღვანელობით, მე-4 კლასის მოსწავლეები გაეცნენ ამ დღეების დაარსების ისტორიებს, გაიაზრეს მათი არსი და მნიშვნელობა. 

„მზის შვილები“, „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, „აუტიზმის გასაღები სიყვარულია“, „ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი“ -  ამ გზავნილებით მოსწავლეებმა საზოგადოებას ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებულობისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასა: 

 










 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203