
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში, 9 აპრილი - ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, პატრიოტული მოტივებით აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, პედაგოგ მაია ნოდიას ხელმძღვანელობით, მე-5 კლასში საინტერესო აქტივობები გაიმართა.
მეხუთე კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და გააკეთეს პრეზენტაცია, საინტერესოდ ისაუბრეს თემის გარშემო, გამოუშვეს კედლის გაზეთი და დაამზადეს ხელოვნური ტიტები - სიმბოლო გამარჯვებისა.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
იხილეთ ფოტოები: