„აცხოვნე, უფალო, მამულს შეწირულთა სულები!“ - პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული გაკვეთილი ვაქირის საჯარო სკოლაში
12-04-2024

ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში ჩატარდა პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული გაკვეთილი - „აცხოვნე, უფალო, მამულს შეწირულთა სულები!“. 

გაკვეთილი, ისტორიაში, მე-10 კლასში გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს დოკუმენტური მასალა, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და საინტერესო პრეზენტაციები გამართეს. 

გაკვეთილის ბოლოს კი, მოსწავლეებმა სიმბოლურად ტიტები უძღვნეს და პატივისცეს 9 აპრილის ტრაგედიას შეწირულ, თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირთა ხსოვნას.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი მანანა მაზანაშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203