ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდმა ფეხბურთის ტურნირში გაიმარჯვა
12-04-2024
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც პროფესიონალ მასწავლებელთა გუნდი არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ მათი მრავალმხრივი შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებაზე ზრუნავს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევა.
სასიხარულოა, რომ მათ შრომას შედეგი გამოაქვს და მოტივირებული მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში ერთვებიან.
10 აპრილს, კიცხის საჯარო სკოლაში სპორტული აქტივობა - „ერთი დღე მობილურის გარეშე“ ჩატარდა. მასში წმიდა ანდრია პირვეწლოდებულის სახელობის გიმნაზიის ფეხბურთელთა გუნდი მონაწილეობდა. მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და მშობლიური გიმნაზია ასახელეს. მათ შეჯიბრში გაიმარჯვეს.
გიმნაზიაში მათი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს