ბენარის საჯარო სკოლის მე-5 კლასელებისთვის სპეცმასწავლებელმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით, საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა
12-04-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

ამჯერად, სპეცმასწავლებლმა თამარ ჩომახიძემ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით, მე-5 კლასში საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა. 

მოსწავლეები დიდი ყურადღებით უსმენდნენ პედაგოგს, მათ ბევრი ახალი და საჭირო ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ აუტიზმის სპექტრის შესახებ ცნობებს და ერთმანეთისგან გამიჯნეს მითები და რეალობა.

აღსანიშნავია, რომ 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203