„საუკეთესო კალიგრაფი“ - საინტერესო კონკურსი კოხტის საჯარო სკოლაში
12-04-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწვალეებს შემეცნებითთან ერთად, შემოქმედებით, სახალისო და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას იწვევს. 

ამის ნათელი მაგალითია პედაგოგ ხათუნა გვიჩიანის ინიციატივა - „საუკეთესო კალიგრაფი“. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მე-5 კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ, თითოეულმა მათგანმა შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნა. 

კონკურსის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც, რომლებიც სამახსოვრო დიპლომებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203