
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით პროექტებსა და კონკურსებში ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა XII კლასელი ლინდა გულბანი. ის საგანმანათლებლო პროექტში - „დიდგორელები“ მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წალკელი „დიდგორელების“ დაჯილდოება გაიმართა, სადაც მოსწავლემ მეორე ადგილი დაიკავა.
სკოლა ულოცავს ლინდა გულბანს ამ მიღწევას და მომავალში მრავალ წარმატებას უსურვებს.
სკოლაში, მოსწავლეთა მიღწევებს მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: