საცხენისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური პროექტი წარმატებით მიმდინარეობს
12-04-2024

გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, შემეცნებით-ინტელექტუალური პროექტები, კონკურსები იმართება.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში უკვე 2 წელია აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს ინტელექტუალური პროექტი - „რა? სად? როდის?“, რომელსაც ხელმძღვანელობს ლელა მაისურაძე. მასში მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 კლასები მონაწილეობენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანია: სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლონ საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები.

პროექტის ფორმატი შემდეგნაირად გამოიყურება: თითოეული კლასი წარმოადგენს გუნდს, რომელსაც ჰყავს კაპიტანი. გუნდისთვის კითხვებს ამზადებენ უფროსი კლასის მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებელი, სკოლის დირექტორი ნათია კანდელაკი, მასწავლებლები.

კაპიტანი თამაშობს ბლიცს, მოსწავლეებს აქვთ შავი ყუთი და ჰყავთ მხარდამჭერები.

ამჯერად, სკოლაში, მორიგი თამაში გაიმართა, სადაც ბავშვებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

მათ ახალი უნარები შეიძინეს, რაც მომდევნო თამაშებში აუცილებლად გამოადგებათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, სხარტი აზროვნების გაუმჯობესებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203