
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ბავშვები სხვადასხვა სახის ღონისძიებასა და ოლიმპიადაში მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლის ჭადრაკისა და მაგიდის ჩოგბურთის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ ქედის რესურსცენტრის დაგეგმილ და ორგანიზებულ რაიონულ სპორტულ ოლიმპიადაში.
მაგიდის ჩოგბურთში, მათ საბაზო საფეხურის სკოლებს შორის პირველი ადგილი მოიპოვეს და ჭადრაკში საბაზო საფეხურის სკოლებს შორის მეორე ადგილოსნები გახდნენ.
ოლიმპიადაში სკოლიდან მონაწილეობდნენ: მე-7 კლასელები - დათო დუმბაძე და ლიკა დუმბაძე, მე-5 კლასის მოსწავლე: ლუკა დუმბაძე და მე-4 კლასის მოსწავლეები: თათია დუმბაძე და გეგა დუმბაძე.
მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ მედლები და სიგელები.
ამ მცირეკონტინგენტიან სკოლას კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებენ.