
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი მინი ფეხბურთის ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ, სადაც დმანისელმა ფეხბურთელებმა დაიკავეს საპრიზო ადგილები.
სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალური ეტაპი მინი ფეხბურთში, მიმდინარე წლის 8 აპრილს ქალაქ რუსთავში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილი ქალაქ დმანისის N1 სკოლის ვაჟებთა გუნდმა დაიკავა, მესამე ადგილის მფლობელი კი ბოსლებისა და დიდი დმანისის საჯარო სკოლების გოგონების გუნდი გახდა.
ბავშვებს ასეთი მონდომებისთვის სკოლაში მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: