ბოსლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
12-04-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილი გაიხსენეს.

ბავშვებმა, პედაგოგ ლალი ფოლადიშვილის ხელმძღვანელობით, 9 აპრილის გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ ასევე ლექსები წაიკითხეს, გმირების სახელები, გაიხსენეს - მათი ხსოვნა უკვდავყვეს.

ბავშვებმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შესახებ ისაუბრეს, კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს მისცა დასაბამი.

სკოლაში ამ აქტივობისთვის პედაგოგ ლალი ფოლადიშვილსა და მოსწავლეებს მადლობას უხდიან.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203