
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ რჩება.
ა️მჯერად, სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, აქტივობა გაიმართა. მასწავლებელ გაიკ მალხასიანის დახმარებით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის გაკვეთილის ფარგლებში, საინფორმაციო პოსტერები მოამზადეს.
მათ ამ დღის მნიშვნელობაზე ისუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: