ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის ექთანმა მოსწავლე-მასწავლებლებს პირველადი დახმარების წესები გააცნო
12-04-2024
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლაში სასკოლო საზოგადოების ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

სკოლაში კეთილმოეწყო სამედიცინო ოთახი. ის პირველადი დახმარების ინვენტარით სრულად აღიჭურვა. სკოლის ექთანმა მანანა კვარაცხელიამ მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა ჩაატარა. მან ისაუბრა, სკოლაში შესაძლო ტრამვების დროს, როგორ აღმოუჩინონ ადამიანებს პირველადი დახმარება.

მან მოსწავლეებს როლური თამაში შესთავაზა, რომლის საშუალებითაც პრაქტიკულად შეისწავლეს, როგორ გამოეყენებინათ პირველადი დახმარების ინვენტარი და რა შემთხვევაში უნდა გამოეძახებინათ 112.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ძალიან საინტერესო და სახალისო გამოდგა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203