ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა, სასწავლო პროცესის გასამრავალფეროვნებლად კი, მასწავლებლები სხვადასხვა აქტივობას აწყობენ. ამჯერად, მეოთხე კლასში, მასწავლებელ გუანნა მკოიანის ხელმძღვანელობით, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეებმა თემატური გაზეთიც დაამზადეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ძალიან დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული იყო. ღონისძიებას მუხრან მაჭავარიანისა და ანი კაპანაძის ლექსები შემდეგი გასდევდა:
„ქართული მარტო ენაა?
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა!
იმოდენაა“
„მადლობა ღმერთო შეაძლებინე
დიად ქართველსა ანბანის შექმნა
ყოველ ასოში ჩაქსოვინე
ქართველი ერის კულტურის რწმენა“.