„მადლობა თავისუფლებისთვის! დიდება გმირებს!“ - დაბა მესტიის N1 სკოლაში 9 აპრილს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა
12-04-2024
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღს - 9 აპრილს აქტივობა მიეძღვნა.
მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს, მათ გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს და პრეზენტაცია გამართეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება ამ თარიღის მნიშვნელობას ნათლად იაზრებს. „მადლობა თავისუფლებისთვის! დიდება გმირებს!“,- სწორედ ეს გზავნილები გასდევდა ღონისძიებას.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203