ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტურისტული გიდის სამუშაოს სპეციფიკას სპეციალისტისგან გაეცნენ
12-04-2024
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში სკოლაში მიმდინარე პროექტ „ოდაბადეს“ ფარგლებში, კლუბი - „გიდებისა და ჟურნალისტების სკოლა“ შეიქმნა და ფუნქციონირებს.

კლუბის საქმიანობა სამეგრელოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების კვლევისა და პოპულარიზაციისკენაა მიმართული.

კლუბის მუშაობის ფარგლებში, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის „რეგიონული ტურის მეგზურის“ პროფესიული პროგრამის წარმომადგენელ გრეტა ბელქანიასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კლუბის წევრები ტურიზმისა და მოგზაურობის ინდუსტრიაში ტურისტული გიდის სამუშაოს, მის კომპეტენციასა და ფუნქცია-მოვალეობებს, ტურისტული გიდის ძირითად ფორმებს გაეცნენ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ექსკურსიის ჩატარების მეთოდიკა განიხილეს. მსენელებმა სამეგრელო გაიცნეს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილი და ღირსშესანიშნავ სანახაობებზე ისაუბრეს. მსმენელები საინფორმაციო ბარათების დამზადების ტექნიკას გაეცნენ და საჭირო რეკომენდაციები მიიღეს.

შეხვედრის დასრულებისას, დაიგეგმა ექსკურსია დადიანების სამონადირეო რეზიდენციაში - სოფელ ჭკადუაშში, ეთნოსოფელ სისატურაში - ისტორიულ-ეთნოგრაფიული სივრცის დასათვალიერებლად და ვიზიტი ფოლკლორის სახლში, ბესო ჭითანავასთან. სამუშაო გეგმის ფარგლებში, კლუბის წევრები მოამზადებენ რეპორტაჟებს ქართული ხალხური საკრავების ოსტატისა და ფოლკლორული ანსამბლის ერთი სარეპეტიციო დღის შესახებ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203