„აი ია“ - დიდი დმანისის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ხელით შექმნილი ილუსტრირებული ანბანი და წარმტაცი ღონისძიება
12-04-2024
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. იქ თითოეული მოსწავლის განვითარებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

მასწავლებლები პირველკლასელთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებას დიდ ყურადღებას აქცევენ. ამჯერად, l კლასში დამრიგებელ ხათუნა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „აი ია“ გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში ხალისით ჩაერთნენ, მათ ხელნაკეთი წიგნი - „ჩვენი ილუსტრირებული ანბანი“ დაამზადეს. მოსწავლეებმა თითოეული ასო-ბგერა მოხატეს, ანდაზები გაიხსენეს და დახატეს.

მოსწავლეებმა და პედაგოგმა იაკობ გოგებაშვილსა და მის შემოქმედებას კერძოდ, დედაენას პატივი მიაგეს. 

აღსანიშნავია, რომ პირველკლასლები საზეიმოდ - თეთრ და იასამნისფერ სამოსში გამოეწყვნენ. სადღესასწაულოდ მორთულმა გარემომ კი ყველას განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203