ჩაისუბნის N2 სკოლის VII კლასის მოსწავლეები ისტორიის შემაჯამებელი გაკვეთილის შემდეგ არქეოლოგიურ მუზეუმს ეწვივნენ
12-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა ტარდება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის VII კლასში ისტორიის მასწავლებელმა - ნაირა ყურშუბაძემ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარა.

თემის შესწავლის შემდგომ მოსწავლეები ეწვივნენ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს და თავიანთი ცოდნა კიდევ უფრო განამტკიცეს. მუზეუმში მათ დაათვალიერეს პრეისტორიული და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არტეფაქტები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა ნანახით განცდილი ემოციები საინტერესო პრეზენტაციებში ჩააქსოვეს.

საპრეზენტაციო საკითხი სხვადასხვა თემებს მოიცავდა: ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, დიაოხი და კოლხაკოლხას ურთიერთობები ბერძნულ სამყაროსთან. მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ პერიოდის კულტურაზე - მტკვარ-არაქსის, თრიალეთის და კოლხური, პირველ ქართულ ტომობრივი გაერთიანებაზე - დიაოხი და კოლხა, მათი ურთიერთობაზე ბერძნულ სამყაროსთან. ბავშვებმა ასევე აღნიშნეს მათი ისტორიული მნიშვნელობა და ღირებულება. თემასთან დაკავშირებით შექმნეს პოსტერები.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო. მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

„მადლობა, ჩემს მოსწავლეებს აქტიურობისათვის, კლასის დამრიგებელს - თამილა დუმბაძეს“, - აღნიშნავს საგნის მასწავლებელი ნაირა ყურშუბაძე.

მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203