ტურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყველის წარმოების პროცესს დააკვირდნენ და სინტერესო პრეზენტაციები გამართეს
12-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის ქიმიის მასწავლებელმა - კარინე ფაშიკიანმა, მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად, საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა: „ყველი და ყველის წარმოების ტექნოლოგიები“ იყო.

მოსწავლეებმა ისაუბრეს მსოფლიოში არსებული ყველის წარმოების სხვადასხვა მეთოდზე და კლასის წინაშე წარადგინეს მსოფლიოში აღიარებული და ყველაზე პოპულარული ყველის სახეობების პრეზენტაცია.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ დავალების ფარგლებში, მოსწავლეები ეწვივნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველის საწარმოს და მეპატრონის თანხმობით გადაიღეს ყველის წარმოების პროცესი, რომელიც გაკვეთილზე დამსწრე სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს.

მათ საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

მსგავსი აქტივობები და პრეზენტაციები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათ განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203