იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე ტრაპაიძე საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
12-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საგანმანათლებლო კონკურსში და თავიანთ შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. 

ამჯერად, სკოლა ამაყია გაგვიზიაროს მე-5 კლასის მოსწავლის - ბარბარე ტრაპაიძის წარმატება. 

ბარბარე 2024 წლის „კენგურუს“ მათემატიკის საერთშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობდა, სადაც ოლიმპიადის benjamin კატეგორიაში წარმატებული მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლის წარმატებით, განსაკუთრებით გახარებულია მათემატიკის მასწავლებელი ეთერი ქარქუზაშვილი, ის ბარბარეს წინსვლასა და წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203