ვიქტორინა მუსიკის, ხელოვნებისა და სპორტის სამყაროში სამოგზაუროდ - სახალისო აქტივობა ერკეთის საჯარო სკოლაში
12-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში ვიქტორინა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა და შემართებით ჩაერთნენ. 

ვიქტორინა სპორტისა და ესთეტიკის კათედრამ ჩაატარა, მუსიკის, ხელოვნებისა და სპორტის სამყაროში სამოგზაუროდ.

აღსანიშნავია, რომ ერთმანეთს VI-XI კლასების მოსწავლეთა ორი გუნდი ეჯიბრებოდა. ბოლოს კი, გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

როგორც სკოლაში აფასებენ, ღონისძიება იყო საინტერესო, მრავალფეროვანი და სამახსოვრო, როგორც მონაწილეებისათვის, ასევე მაყურებლებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203