ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო ღია გაკვეთილი მიეძღვნა
12-04-2024
ქუთაისის N26 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების გაღვივებასა და მათში ქართული ენისადმი სიყვარულის დანერგვას. 

სწორედ ამ მიზნით, ყოველ წელს, სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო აქტივობები ეძღვნება. 

ამჯერად, ამ დღესთან დაკავშირებით,  მე-5 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე - „14 აპრილი- ქართული ენის დაცვის დღე!“, და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი იყო ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის სახელმწიფო ენა. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს მასწავლებელი - თამთა კოხრეიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203