პტენის საჯარო სკოლის რეკლამა მე-4 კლასის მოსწავლე ნინი ბერიძემ მოამზადა 
11-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ. 

ამისთვის ისინი არაერთ ღონისძიებას მართავენ. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები გაკვეთილებს სხვადასხვა აქტივობითა და რესურსით ამრავალფეროვნებენ. შედეგად, გაკვეთილებს მოსწავლეებიც დიდი ინტერესითა და მონდომებით სწავლობენ. 

ამჯერად, საგან მე და საზოგადოების მასწავლებელი ვარა გამიბინის დახმარებით, მეოთხე კლასის მოსწავლე ნინი ბერიძემ საკუთარი სკოლის შესახებ რეკლამა მოამზადა. 

ნინი ბერიძე აღნიშნავს, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი და ეს საგანმანათლკებლო დაწესებულება ნამდვილად კარგი არჩევანია. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203