კულინარიული ფესტივალი ჩამდურის საჯარო სკოლაში
11-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება სხვადსხვა სიანტერესო, სახალისო და შემოქმედებითი ღონისძიებები.

ამჯერად, სკოლაში კულინარიული ფესტივალი მოეწყო, რაშიც მოსწვალეები ხალისითა და სიამოვნებით მონაწილეობდნენ.  

ფესტივალზე, პედგაოგებმა, მოსწავლეებთან ერთად საქართველოს კუთხეების სამზარეულო და გამორჩეული კერძები წარადგინეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სკოლაში მოამზადეს ქართული ტრადიციული კერძები, გაკეთეს ქართული ტრადიციული სამზარეულოს პრეზენტაცია და განიხილეს, თუ რომელ კუთხეს როგორი სამზარეულო გააჩნია.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ღონისძიება სასიამოვნო და სახალისო იყო მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203