საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის III კლასის მოსწავლეები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას დაესწრნენ
16-04-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები ხშირად მიმართავენ გასვლით ღონისძიებებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

ახლახან, თამარ მეფის გიმნაზიის III კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი მაია ხორბალაძე) იმყოფებოდნენ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მუზეუმში, სადაც საგანმანათლებლო პროგრამების - „აღდგომა გაზაფხულის დღესასწაული“ ფარგლებში, მოსწავლეებმა იხილეს ვიზუალური და აუდიომასალები, რომელთა საშუალებით შეიტყვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული საინტერესო და უჩვეულო წეს-ჩვეულებების შესახებ და ასევე, დაამზადეს ქაღალდის სააღდგომო კვერცხი.

როგორც გიმნაზიაში აღნიშნავენ, ასეთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობა საშუალებას აძლევს მოზარდებს გაიმრავალფეროვნონ ზოგადი ინტერესები, რასაც თამარ მეფის გიმნაზია მუდმივად ახორციელებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203