თაზაქენდის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა
11-04-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ რჩება. 

ამჯერად, სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიეძღვნა. მას ქართული ენის მასწავლებელი - ციური ლონდარიძე და ისტორიის მასწავლებელი - ჯაბრაიმ გასანოვი უძღვებოდნენ. 

მოსწავლეებმა ამ დღისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, თემატური ნამუშევრები მოამზადეს და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203