თბილისის N64 საჯარო სკოლაში თურქული კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
11-04-2024
თბილისის N64 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე, მათ განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

იქ, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა თუ ღონისძიება იმართება. დღეს სკოლაში იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა კულტურის ცენტრის ინიციატივით გაიმართა. ვიზიტისას სტუმრებმა თბილისის N64 საჯარო სკოლასთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. 

შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203