იყალთოს საჯარო სკოლა საგანმანათლებლო პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
11-04-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მედიაწიგნიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 


შესაბამისად, სკოლა მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას - „მედიაწიგნიერების დღე სკოლებში“ აქტიურად შეუერთდა. 

აღსანიშნავია, რომ წარმატებული მონაწილეობისა და საინტერესო აქტივობების ჩატარებისთვის, სკოლას სერტიფიკატები გადაეცა. 

მონაწილე მასწავლებლები კი, სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეების ჩართვა სხვადსხვა საინტერესო, საგანმანათლებლო ინიციატივებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203