კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
11-04-2024
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღს - 9 აპრილს აქტივობა მიეძღვნა.

მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს, მათ თბილისში, რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალი მოინახულეს, ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს. 

გარდა ამისა, თემატური ღონისძიება სკოლაშიც გაიმართა. ის სკოლის დირექტორის - ლალი შიხიაშვილის, პედაგოგების - დალი გაბრიჭიძის, ანა პაპაშვილის, ლეილა ბაციკაძისა და ვიკა დავითაშვილის, სამოქალაქო კლუბ „თანასწორობასა“ და თვითმმართველობის ჩართულობით განხორციელდა. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203