თბილისის N141 სკოლის მოსწავლეები გასვლითი გაკვეთილით თეატრს ესტუმრნენ
11-04-2024

თბილისის N141 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, სხადასხვა გასვლით, შემეცნებით აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ე. ბარამიძის ხელმძღვანელობით გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრს ესტუმრნენ. გაკვეთილი თემა გახლდათ: „ინტონაციები დრამატულ თეატრში“. მოსწავლეები დაესწრნენ სპექტაკლს: „ჰელადოსი“, რამაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ეს დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო თითოეული მოსწავლისთვის. 

მსგავსი აქტივობები ბავშვებს თეატრის მიმართ ინტერესს უღვივებს.

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203