მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირთა ხსოვნას პატივი ღონისძიებით მიაგეს
11-04-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში, 9 აპრილთან დაკავშირებით, საინფორმაციო ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა საქართველოს არც ისე შორეულ წარსულში „იმოგზაურეს“. 

ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ V-XII  კლასის მოსწავლეები და სკოლის პედაგოგები. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მომხსენებლებმა 9 აპრილს მომხდარ მოვლენებზე ისაუბრეს და თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

დღე ემოციებით დატვირთული და ამავდროულად, აღმაფრთოვანებელი იყო მოსწავლეებისთვის, მათ გაიაზრეს რამდენად მნიშვნელოვანია ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულისთვის - თავისუფლებისთვის. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203