ერკეთის საჯარო სკოლაში, მასწავლებლებსა და უფროსკლასელებს შორის, ფრენბურთში შეჯიბრება ჩატარდა
11-04-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები ყოველთვის ზრუნავენ მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე, შესაბამისად, ბავშვებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში მასწავლებლებსა და უფროსკლასელებს შორის ფრენბურთში შეჯიბრება მოეწყო.

მოსწავლეები გულშემატკივრობდნენ მასწავლებლებს, თუმცა როგორც გვიყვებიან, მათდა სამწუხაროდ, უფროსკლასელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 2:1.

სპორტის მასწავლებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამატებითი გაკვეთილები ჩაუტაროს პედაგოგებს ფრენბურთში და სპორტის სხვა სახეობებშიც.

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია განმეორებითი მატჩები.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. სხვადასხვა აქტივობაში ბავშვებთან ერთად, მასწავლებლების ჩართულობა კი მოსწავლეთა განწყობას კიდე უფრო ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203