განძის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ზღაპრის გმირები გააცოცხლეს
11-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ. 

ამისთვის ისინი არაერთ ღონისძიებას მართავენ. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები გაკვეთილებს სხვადასხვა აქტივობითა და რესურსით ამრავალფეროვნებენ. შედეგად, გაკვეთილებს მოსწავლეებიც დიდი ინტერესითა და მონდომებით სწავლობენ. 

ამჯერად, პედაგოგ მანანა კირკიტაძის ხელმძღვანელობით, მეორე კლასის მოსწავლეებმა პატარა ზღაპრის გმირებზე წარმოდგენა გამართეს. 
ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203