„მეგრული სამზარეულო“ - საინტერესო ღია გაკვეთილი სათხის საჯარო სკოლაში 
11-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - „მეგრული სამზარეულო“. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, მშობლებთან ერთად მოამზადეს მეგრული კერძები და კლასში წარადგინეს, თითოეულმა მათგანმა, საკუთარი მომზადებული კერძის პრეზენტაცია გააკეთა და კლასელებს გაუზიარა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ესწრებოდნენ მასწავლებლები და მაღალი კლასის მოსწავლეები. გაკვეთილს კი, პედაგოგი ირა მშეციანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203