კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
11-04-2024
ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ახლახან, სკოლაში ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო კლუბ -„თანასწორობის“ წევრები, VIII კლასის მოსწავლეებთან და თვითმმართველობასთან ერთად, სკოლის ექიმს - ნათია მონადირიშვილსა და სამედიცინო კაბინეტს ეწვივნენ. 

აქტივობის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იყო. სკოლაში დისკუსია ჯანსაღ კვებაზე გაიმართა, მათ ფიზიკური აქტივობების დადებით მხარესა და მავნე ჩვევების შედეგებზე ისაუბრეს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე დამღუპველად მოქმედებს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა პირველადი სამედიცინო დახმარების რესურსები დაათვალიერეს და მათ დანიშნულებას გაეცნენ. აქტივობა სკოლის დირექტორის - ლალი შიხიაშვილისა და პედაგოგების - დალი გაბრიჭიძისა და ანა პაპაშვილის ჩართულობით განხორციელდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203