ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის მასწავლებელთა საყურადღებოდ
30-05-2018
ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის VII-XII კლასების პედაგოგთათვის მასწავლებლების პირველი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება თემაზე - „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას.“

კონფერენცია ჩატარდება 2018 წლის 9 ივნისს, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერაში.“ კონფერენციის ხანგრძლივობა 09:00 საათიდან 20:00 საათამდე.

დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. კონფერენცია იმართება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქარველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016-2019 წლებში ახორციელებს.
 
კონფერენციაში რეგისტრაციის ბმულები:

რეგისტრაცია დასრულდება 200 მონაწილის შევსებისთანავე. გაითვალისწინეთ, რომ კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა მონაცემები გადამოწმდება და საბოლოო დასტურს და მოსაწვევს მიიღებთ ელ. ფოსტის საშუალებით. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203